მომსახურების პირობები
ბოლო განახლება: 6 სექტემბერი, 2026
სერვისის აღწერა
TSL საშუალებას გაძლევს მართო შენი Tesla ავტომობილი Tesla-ს ოფიციალური Fleet API-ს მეშვეობით და ნახო საქართველოს დამტენების რუკა. სერვისის გამოსაყენებლად გჭირდება Tesla-ს მოქმედი ანგარიში.
გამოწერა და გადახდა
სერვისი ფასიანია და ყოველთვიურ გამოწერაზეა. პაკეტის ფასი მითითებულია მთავარ გვერდზე. გამოწერა ავტომატურად განახლდება, სანამ არ გააუქმებ. გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს პარამეტრებიდან — მიმდინარე პერიოდის ბოლომდე წვდომა შენარჩუნდება.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
სერვისი დამოკიდებულია Tesla-ს API-ს, ინტერნეტკავშირსა და მობილურ ქსელზე. ჩვენ ვერ ვიძლევით გარანტიას, რომ ბრძანება ყოველთვის და მყისიერად შესრულდება. არ დაეყრდნო აპლიკაციას კრიტიკულ სიტუაციაში — მაგალითად, თუ მანქანაში ადამიანი ან ცხოველია დარჩენილი. ყოველთვის გქონდეს ტესლას ოფიციალური აპლიკაცია და ფიზიკური გასაღები.
დაშვებული გამოყენება
სერვისი განკუთვნილია მხოლოდ იმ ავტომობილებისთვის, რომელთა მართვის უფლებაც გაქვს. აკრძალულია სხვისი ავტომობილზე წვდომის მოპოვება, API-ს ავტომატიზებული ბოროტად გამოყენება ან სერვისის გადაყიდვა ჩვენი წერილობითი თანხმობის გარეშე.
სავაჭრო ნიშნები
Tesla, Model 3, Model Y, Model S და Model X არის Tesla, Inc.-ის სავაჭრო ნიშნები. TSL არ არის დაკავშირებული Tesla, Inc.-თან, არ არის მის მიერ მოწონებული ან სპონსორირებული.